DYSTOPIAN

Dates

Ø [Phase] & Kr!z at Bassiani
15 Apr, 2016

Ø [Phase] & Kr!z at Bassiani

Bassiani
, 2 Akaki Tsereteli ave, 0112 Tbilisi

Ø [Phase]
Kr!z

ბელგიური TOKEN RECORDS, რომელიც 2007 წელს, Kr!z-მა დააარსა, დღესდღეისობით ერთ-ერთი წარმატებული და გამორჩეული ტექნო ლეიბლია.
Token-ის შექმნის ისტორია Kr!z-ს უკავშირდება, რომელმაც შეამჩნია, რომ მუსიკა, რომელიც მას მოსწონდა, ნაკლებად რელიზდებოდა და მის რჩეულ არტისტებს არ ეძლეოდათ საშუალება, მათი შემოქმედება კარგი ხარისხით ან ვინილებზე გამოეცათ. ლეიბლის ჟღერადობაც გარკვეულწილად მისმა მძიმე და მელანქოლიური ტექნოს მიმართ სიყვარულმა განაპირობა.
Token-ზე გამოიცემა ისეთი არისტების ჩანაწერები, როგორიც არის: Inigo Kenedy, Ø [Phase], Rødhåd, Ctrls, Antigone, Xhin, Surgeon, Karenn, Go Hiyama და ა.შ

◣ https://soundcloud.com/tokenrecords
◣ https://www.residentadvisor.net/record-label.aspx?id=1310

Ø [PHASE] : იგივე Ashley Burchett, ინგლისელი DJ და პროდიუსერი, Token Records-ის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო წარმომადგენელი. 2007-წლიდან გამოსული მისი ყოველი ჩანაწერი, მათ შორის ორივე ალბომი, სწორედ ამ ლეიბლს ეკუთვნის. სადებიუტო EP 2000 წელს, ბრიტანულ ლეიბლ Cosmic Records-ზე გამოუშვა რასაც მოჰყვა რამდენიმე რელიზი Inceptive records-ზე.
2013 წელს Token-ზე გამოვიდა მისი პირველი ალბომი Frames Of Reference, რომელმაც საუკეთესო გამოხმაურება მოიპოვა. მასსში შეხვდებით მძიმე ატმოსფერულ ჟღერადობას, ემბიენტს, დეტროიტ ტექნოს გავლენებს. Burchett-ი პროფესიონალი ხმის ინჟინერია რაც ტრეკების ტექნიკურ სრულყოფილებაზე აისახება. აღსანიშნავია ასევე მისი მეორე ალბომი: Alone in Time?(2015)
Ø [Phase]-ს სეტებში, სელექცია, შესრულება და მსმენელთან ინტერაქცია ერთნაირად მნიშვნელოვანია.

◣ http://www.residentadvisor.net/dj/phase

KR!Z: ბელგიელი DJ, Token Records-ის დამაარსებელი და ცნობილი Kozzmozz-ის ღამეების რეზიდენტი. მასზე 90-ში დიდი გავლენა მოახდინა Jeff Mills-ის, Surgeon-ის და James Ruskin-ის შემოქმედებამ , სწორედ ეს გახდა Kr!z-ის შემდგომი მუსიკალური იდენტობის და მოღვაწეობის განმსაზღვრელი.
მისი სეტები, რომელიც გამორჩეულია ინდივიდუალური შესრულების ტექნიკით და საუკეთესო სელექციით, წარმატებით სარგებლობს მსოფლიოს წამყვან კლუბებში და ფესტივალებზე.

◣ https://www.residentadvisor.net/dj/kr-z

ბილეთები იყიდება:
http://bassiani.com/

I კალათა: 10 ლარი
II კალათა: 20 ლარი
კარზე: 20 ლარი

Online Tickets:
www.bassiani.com

I Basket: 10 GEL
II Basket: 20 GEL
Door: 20 GEL