DYSTOPIAN

Dates

KHIDI 中: FIEDEL ❚ ALIEN RAIN
20 Apr, 2018

KHIDI 中: FIEDEL ❚ ALIEN RAIN

KHIDI
, Vakhushti Bagrationi Bridge, Right Embankment, 0160 Tbilisi

FRIDAY // APRIL 20

Fiedel – KHIDI-სა და BERGHAIN-ის რეზიდენტი, ლეიბლ FIEDELONE-ისა და FIEDELTWO-ს სულისჩამდგმელი გერმანელი დიჯეი და პროდიუსერი MICHAEL FIEDLER-ის ტექნო პროექტი. 1996 წელს MICHAEL-მა და ERIK WIEGAND-მა (ERRORSMITH) ერთობლივი პროექტი MMM (Messe der Meister von Morgen) და ამავე სახლწოდების ლეიბლი ჩამოაყალიბეს, რომელიც სახელგანთქმულ ბერლინულ ჩანაწერების მაღაზია HARD WAX-თან ასოცირდება. 1996 წლიდან ისინი დისკოს, ფანკისა და ტექნოს ზეგავლენით კლუბურ მუსიკას ქმნიდნენ. FIEDEL-ის სოლო დებიუტი შედგა 2010 წელს BERGHAIN-ის ლეიბლ OSTGUT TON-ის მეხუთე კრებულში შესული ნამუშევარი “Doors To Manual”-ით.

► www.fiedel.berlin
► residentadvisor.net/dj/fiedel
► soundcloud.com/fiedelone

Alien Rain – PATRICK RADOMSKI-ს ეისიდ ტექნო ჟღერადობის პროექტი, რომელიც სცენაზე 2012 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ ALIEN RAIN RECORDS-ზე 6 EP გამოსცა. მის კარიერაზე გავლენა დიდწილად 80-იანი წლების ეისიდ ჰაუსმა და ბელგიურმა ტექნომ მოახდინა. გარდა ALIEN RAIN-ისა იგი არის პროექტების: Milton Bradley, THE END OF ALL EXISTENCE და K209-ს ავტორი.

► www.miltonbradley.de
► residentadvisor.net/dj/miltonbradley
► soundcloud.com/do-not-resist-the-beat

ROMAN – KHIDI-ს რეზიდენტი დიჯეი და პროდიუსერი რომან აბრამოვის ტექნო პროექტი. მისი პირველი ნამუშევარი “Wrong Temple” BERIKA-ს ლეიბლ ICONTRAX-ზე 2016 წელს გამოცემულ კრებულ “Lifesigns001”-ში 3 სხვა ქართველი არტისტის ჩანაწერთან ერთად შევიდა. უკვე 2 წელზე მეტია ასწავლის დიჯეინგს CES-ში. მისი მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშეს ისეთმა არტისტებმა და ბენდებმა, როგორებიცაა: UNDERWORLD, THE CHEMICAL BROTHERS, DEPECHE MODE, FATBOY SLIM, MOBY და სხვა. მის სეტებს მარტივად გამოარჩევთ დახვეწილი და მრავალფეროვანი სელექციით.

► residentadvisor.net/dj/roman-ge
► soundcloud.com/romantbs

KILLA – ფრანგი სელექტორი, რომელიც 2010 წლიდან ბერლინში მოღვაწეობს და მას შემდეგ რეგულარულად უკრავს ქალაქის ცნობილ კლუბებში (SUICIDE CIRCUS, GOLDEN GATE, KIT KAT …).

► residentadvisor.net/dj/killa-2
► soundcloud.com/killa-baba

Ash Scholem – ქართველი დიჯეი და ლეიბლ Transfigured Time-ის ერთ-ერთი დამაარსებელი.

► residentadvisor.net/dj/ash-ge
► soundcloud.com/ash_scholem

I Pre-sale: 20 GEL
II Pre-sale: 30 GEL
Door: 30 GEL